ჩვენს შესახებ

„REDNET“ 2018 წელს "კორპორაცია რედნეტის" მიერ დაფუძნდა იმ მიზნით, რომ ქართულ ბაზარზე ჰოსტინგის დარგში მოეხდინა ცვლილებები და დაენერგა ახალი სტანდარტები. მთელ მსოფლიოში ჰოსტინგ კომპანიებზე დაკვირვებამ გვიკარნახა, შეგვესწავლა შეცდომები, გამოგვეყენებინა საუკეთესო გამოცდილება და მოგვეძებნა გამოსავალი. გამოვიკვლიეთ ქართულ ბაზარზე არსებული ჰოსტინგ-კომპანიების მუშაობის პრინციპი. მართალია, ისინი ბაზარს სთავაზობენ წარმოუდგენლად დაბალ ფასებს, მაგრამ სტანდარტების შეუსაბამო მომსახურებასა და მხარდაჭერას. ამავე დროს, ჩვენ ისიც შევნიშნეთ, რომ წარმოდგინილნი არიან ისეთი ჰოსტინგ-პროვაიდერებიც, რომლებიც ბაზარს აწვდიან მაღალხარისხიან მომსახურებას და მხარდაჭერას, თუმცა აწესებენ გაბერილ და არარეალურ ფასებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალისხმევა - მოგვენახა ჰოსტინგ-კომპანიის მუშაობის ოპტიმალური სქემა - გაასმაგდა.

ჩვენს მზარდსა და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში სამუშაოდ მოვიწვიეთ ამ დარგის ექსპერტები და განვსაზღვრეთ, თუ რა ღირს ჭეშმარიტად მაღალხარისხიანი ჰოსტინგ-მომსახურება. ამ ორი უკიდურესობიდან ავითვისეთ რა საუკეთესო ასპექტები, ჩამოვაყალიბეთ ერთი დიდი კომპანია. სწორედ ამ დღეს დაიბადა „REDNET“.

გაწევრიანდი #წითელ ქსელში

შექმენი ვებ-ჰოსტინგ ანგარიში რამდენიმე წამში
დარეგისტრირდი რედნეტის სისტემაში და მიიღე უმაღლესი ხარისხის ჰოსტინგ მომსახურება

Copyright © 2018 "კორპორაცია რედნეტი"