სამომხმარებლო შეთანხმება

აღნიშნული სამომხმარებლო შეთანხმება აწესრიგებს ურთიერთობას შპს კორპორაცია რედნეტსა (ს/კ: 405261620 - შემდგომში REDNET) და სერვისის მომხმარებლებს (შემდგომში აბონენტი) შორის.

1. სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტი განკუთვნილია REDNET-ის ყველა აბონენტისთვის.

2. REDNET-ის ელექტრონულ სისტემაში customer.rednet.ge-ზე (შემდგომში პორტალი) რეგისტრაციისას აბონენტი ავტომატურად ეთანხმება აღნიშნულ სამომხმარებლო შეთანხმებას.

3. აღნიშნული სამომხმარებლო შეთანხმება შესაძლებელია შეიცვალოს REDNET-ის მიერ ცალმხრივად. დოკუმენტში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, REDNET-ი ვალდებულია, განახლებული დოკუმენტი განათავსოს ვებ-გვერდზე - REDNET.GE-ზე .

4. REDNET უფლებამოსილია დახუროს აბონენტთა ანგარიშები ან შეუჩეროს კონკრეტულ აბონენტს კონკრეტული სერვისი წესების დარღვევის შემთხვევაში. REDNET-ის ხელმძღვანელობის მიერ მიღბეული გადაწყვეტილება, დაკავშირებული აბონენტის ანგარიშთან, სერვისის სარგებლობასთან ან რაიმე სხვა დავასთან არის საბოლოო და არ ექვემდებარება გადახედვას, არც გასაჩივრებას.

5. ჩვენი სერვისების მეშვეობით დაუშვებელია პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის, განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხორვების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი (პიროვნული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით), უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქციების გავრცელება. მსგავსი სახის შემთხვევების არსებობისას გთხოვთ დასაბუთებულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია კომპანიის ელ. ფოსტაზე რაზეც ადმინისტრაცია უმოკლეს ვადებში მოახდენს რეაგირებას. აკრძალულია SPAM-ის გაგზავნა, პროქსის სკრიპტი, ფიშინგ და სხვა ჰაკერული საიტების შექმნა. კომპანია იტოვებს უფლებას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კონკრეტულ მომხმარებელს შეუზღუდოს სერვისის მიწოდება, თუ მის ვებ გვერდზე დაფიქსირებული იქნება ზემოთაღნიშნული პროგრამული დარღვევები, ასევე თქვენი ვებ გვერდი განიცდის გადატვირთვას და ამით ზიანს აყენებს სხვა მომხმარებელს, შეუწყდება სერვისის მიწოდება, სანამ არ იქნება აღმოჩენილი პრობლემის მოგვარების საშუალებები, ხოლო მისი აღდგენა და განახლება შესაძლებელია ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, REDNET-სა და აბონენტს შორის.

6. REDNET იძლევა გარანტიას სერვისის მოწოდებაზე მომსახურების ხარისხზე და სრულყოფილებაზე. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რეალობიდან გამომდინარე მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო და დაცული სერვისი, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ სერვისი იქნება უწყვეტი 100%-ით (uptime 99.5%), შეზღუდული ან უხარვეზო. დეფექტები იქნება გამოსწორებული უმოკლეს დროში. ასევე REDNET იღებს ვალდებულებას აბონენტებს შეატყობინოს წინასწარ ყველა იმ მოსალოდნელი ხარვეზების ან დეფექტების შესახებ, რომელიც REDNET-ისთვის იქნება ცნობილი.

7. REDNET ვალდებულია: განახორციელოს მისი კუთვნილი სერვერების მუდმივი მონიტორინგი და იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე, მოახდინოს მონაცემების სარეზერვო ასლების შენახვა ყოველდღე და ჰოსტინგ ანგარიშის ან ვირტუალური სერვერის არასანქცირებული დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს აღდგენა სარეზერვო ასლიდან. მიუხედავად ამისა, რადგან არ არსებობს 100%- იანი გარანტია მონაცემების არდაზიანების ან/და არწაშლის, აბონენტი ვალდებულია პერიოდულად მოახდინოს სერვერებზე ატვირთული ინფორმაციის სარეზერვო კოპირება მის პირად კომპიუტერში ან/და CD/DVD დისკებზე და არ დატოვოს ასლები მხოლოდ სერვერებზე. REDNET არ იღებს პასუხისმგებლობას აბონენტის მხრიდან სერვერებზე განთავსებული მონაცემების დაკარგვაზე

8. REDNET-ი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ნებისმიერი სერვისის ღირებულება, რომელიც ეცნობება 2 (ორი) დღით ადრე ყველა აბონენტს. ცვლილებები არ შეეხება იმ აბონენტებს, რომლებსაც უკვე წინასწარ შეძენილი აქვთ რამოდენიმე თვის სერვისის ღირებულება მისი ვადის ამოწურვამდე, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს უფლება აქვს სურვილისამებრ გააგრძელოს თანამშრომლობა REDNET-თან შეცვლილი ტარიფების მიხედვით ან უარი თქვას მასზე. უარის შემთხვევაში აბონენტს შეუჩერდება სერვისის მიწოდება კონკრეტულ მომსახურებაზე.

9. REDNET-ის აბონენტს აქვს უფლება მოითხოვოს მისაღები სერვისისათვის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.

10. აბონენტს არ აქვს უფლება გადააჭარბოს ამ შეთანხმებით არსებულ საკუთარ უფლებებს ან ვალდებულებებს.

11. აღნიშნული ონლაინ დოკუმენტი შედგენილია ქართულ ენაზე, გააჩნია იურიდიული ძალა და მხარეებისათვის სავალდებულოა შესასრულებლად.

12. წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით

გაწევრიანდი #წითელ ქსელში

შექმენი ვებ-ჰოსტინგ ანგარიში რამდენიმე წამში
დარეგისტრირდი რედნეტის სისტემაში და მიიღე უმაღლესი ხარისხის ჰოსტინგ მომსახურება

Copyright © 2018 "კორპორაცია რედნეტი"