ვინ ვართ ჩვენ?

რედნეტმა 2018 წლის პირველ კვარტალში ჩაუშვა ჰოსტინგ-კომპანია იმ მიზნით, რომ ქართულ ბაზარზე ჰოსტინგის დარგში მოეხდინა ცვლილებები და დაენერგა ახალი სტანდარტები. მთელ მსოფლიოში ჰოსტინგ კომპანიებზე დაკვირვებამ გვიკარნახა, შეგვესწავლა შეცდომები, გამოგვეყენებინა საუკეთესო გამოცდილება და მოგვეძებნა გამოსავალი.

ერთობლივი ძალებით გამოვიკვლიეთ რა ქართულ ბაზარზე არსებული ჰოსტინგ-კომპანიების მუშაობის პრინციპები, ისინი ბაზარს სთავაზობენ წარმოუდგენლად დაბალ ფასებს, მაგრამ სტანდარტების შეუსაბამო მომსახურებასა და მხარდაჭერას. ამავე დროს, ჩვენ ისიც შევნიშნეთ, რომ წარმოდგინილნი არიან ისეთი ჰოსტინგ-პროვაიდერებიც, რომლებიც მომხმარებლებს აწვდიან მაღალხარისხიან მომსახურებას და მხარდაჭერას, თუმცა აწესებენ გაბერილ და არარეალურ ფასებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალისხმევა - მოგვენახა ჰოსტინგ-კომპანიის მუშაობის ოპტიმალური სქემა - გაასმაგდა.

რა მიზანი გვაქვს?

რედნეტი მუშაობს ძალიან ბევრს, რათა ყველა კლიენტის წარმატება და ბედნიერება უზრუნველყოს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, დავაკმაყოფილოთ თითოეული მომხმარებლის ინტერესი და დროული და ხარისხიანი მხარდაჭერა გავუწიოთ მას. კარგად გვესმის, რომ როცა საქმე ჰოსტინგს ეხება, ბაზარზე უამრავი პროვაიდერია ასარჩევად - გვსურს, რომ კლიენტებისთვის გაწეული მომსახურებით ჩვენმა კომპანიამ საქართველოს ბაზარზე შექმნას ჰოსტინგ-მომსახურებს საუკეთესო გამოცდილება.

დაიწყე ახლავე

გაიარე უმარტივესი რეგისტრაცია
და მიიღე უმაღლესი ხარისხის მომსახურება.